ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

 “აიცილე ლევან მურუსიძე” – ადვოკატები კამპანიას იწყებენ

“აიცილე ლევან მურუსიძე” – ადვოკატებმა კამპანია დაიწყეს, რომელიც იმ მოსამართლეების სისტემატიურ აცილებას ითვალისწინებს, რომელთა წარსულთან, რეპუტაციასა და მიკუკერძოებულობასთან კითხვები არსებობს. კამპანიაში ჩართულია 10 ადვოკატი. ისინი მურუსიძესთან ერთად კიდევ 10 მოსამართლის გაშვებას ითხოვენ.

კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი, გიგი სისვაძე არ გამორიცხავს, რომ მომზადდეს შესაბამისი პეტიციაც:

“მე ეჭვი შემაქვს სამოსამართლეო ღირსებაში იმ მოსამართლეების, რომლის მიმართაც კითხვები დასმულია და პასუხები ადეკვატური გაცემული არ არის. ადვოკატებმა ამ დროს თავისი სათქმელი უნდა გააკეთონ და თქვან იმიტომ რომ ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ” – აცხადებს გიგი სისვაძე.

იტვირთბა....