ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძე, პარლამენტარიზმის ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა.
მისივე თქმით, ირაკლის კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში, პარლამენტმა დემოკრატიული და გამჭვირვალე კონსტიტუცია მიიღო.
„კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა, რაც მიიღო ვენეციის კომისიის მიერ აღიარებული, ყველაზე ღირსეული, დემოკრატიული, გამჭვირვალე კონსტიტუცია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძესთან მიმართებით მსგავს შეფასებას არ ვიზიარებ. მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძე არის პატიოსანი, ღირსეული, სამშობლოს მოყვარული და კომპეტენტური ადამიანი. ხოლო ვინც ირაკლი კობახიძეს აფასებს, რომ ის არ არის კომპეტენტური, როგორც მინიმუმ, იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ეკა ბასელიამ თავის წასვლის მიზეზად უკვე მრავალი მიზეზი დაასახელა, აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს ეკას. მე იმისთვის წავედი, რომ მისი წასვლისთვის ხელი არ შემეშალა“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

იტვირთბა....