ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგორიშვილი: რატომ ბედავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვიკარნახოს, როგორ და რანაირად ვიმუშაოთ

დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არ უნდა უკარნახოს პარლამენტს, თუ როგორ უნდა იმუშაოს.

“თუ შეიძლება აგვიხსნათ, რა ფორმატია როდესაც ოფიციალურად, კანონის მიხედვით მოწვეული პირი გვკარნახობს როგორ და რანაირად უნდა ვიმუშაოთ. იქნებ გვითხრათ, რეგლამენტის რომელი ნაწილია და რატომ ბედავს ამის გაკეთებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, – განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა.

გოგორიშვილის რეპლიკა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, “თიბისი ბანკის” საქმეზე რეგულატორის მერ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს განხილული ღია საპარლამენტო ფორმატში, რადგან ეს რეგულატორზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.

იტვირთბა....