ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან

“ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განსახილველად შეიქმნა.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, რატომაც შეიქმნა ეს ფორმატი. მას ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება ჰქონდა იმ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებთან ერთად, რომელიც არსებობს. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....