ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მაინც მივიდა.
საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან ასევე „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
რამდენიმე წუთში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დაიწყება, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით საბანკო რეგულაციების და „თიბისი ბანკის“ საკითხზე არის მოწვეული. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მედიისთვის წინასწარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საკომიტეტო მოსმენის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე არ მივიდოდა, რადგან ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.