ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, მირიან წიკლაურმაც დატოვოს

“ქართული ოცნება” შესაძლოა, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრმა მირიან წიკლაურმაც დატოვოს.

როგორც წიკლაურმა პირველ არხს განუცხადა, მისი მმართველ გუნდში დარჩენა დამოკიდებული იქნება ამ დღეებში განვითარებულ პროცესებზე.

„კონსულტაციებს დაველოდები და გადაწყვეტილებას მივიღებ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ პოზიციების დაახლოება მოხდება, სოციალურ ეკონომიკური მიმართულებით, თანაგუნდელებთან დაშორების სურვილი არ მაქვს”, – განაცხადა წიკლაურმა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კი მან აქცენტი ეკონომიკურ პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც მას განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განაცხადა ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქციის რამდენიმე წევრიც ტოვებს.

გასულ კვირას კი “ქართული ოცნება” დატოვეს: ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....