ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
კირკიტაძის ინტერესების დამცველი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით 15 ათასზეზე მეტი მოქალაქის ხელმოწერას, ასევე საქართველოს პარლამენტის 27 წევრის შუამდგომლობას წარადგენს.

„ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება“, – განაცხადა დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

ენმ-ის წევრი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე პირველად 12 თებერვალსაც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....