ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს შეხვდა

დღეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია მეორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა და ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.

აღინიშნა ქართულ დიასპორასა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრების მნიშვნელობა, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობა და ამ ნდობის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების საჭიროება.

ხაზი გაესვა ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ესწრებოდნენ.

იტვირთბა....