“ოსკარი” რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, რეჟისორ პიტერ ფარელის ფილმმა „მწვანე წიგნმა“ მიიღო.
ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ. აშშ-ში მოგზაურობისას ისინი „მწვანე წიგნს“ იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის გაიმარჯვა რამი მალეკმა, რომელმაც ფილმში „ბოჰემიური რაფსოდია“ ფრედი მერკურის როლი შეასრულა. ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის გაიმარჯვა ოლივია კოლმანმა.
ნომინაციაში საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე გაიმარჯვა მექსიკურმა ფილმმა „რომამ“. ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა კი გამარჯვებული გახდა მომღერალი ლედი გაგა.