ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომგეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურა დათუნაშვილს და მოინანია.
ედიშერ მაჩაიძის თქმით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.
„მორალური მხარე, რომელიც ზურა დათუნაშვილს აწუხებდა, ეს იყო ბატონი გეგას ის ქცევა, რომელიც მსჯელობის საგანია. გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია. მან თქვა, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ზურა დათუნაშვილს უთხრა, რომ რადგან ფედერაციის პრეზიდენტია, ალბათ, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა. პირადად ზურას ბოდიში მოუხადა. გეგა გეგშიძემ ზურა დათუნაშვილს ჰკითხა: ახლა შენ თქვი შენი მხრიდან რაც დააშავეო”, -განაცხადა მაჩაიძემ.
მისივე თქმით, საპასუხოდ ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძეს განუცხადა, რომ მას მოძალადე პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ შეუძლია. ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, მთავარია, დათუნაშვილმა ცხელ გულზე ემოციები შეიკავოს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პასუხი მოგვიანებით დაფიქრებულად გასცეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი. სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს, რადგან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ,