ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაზე მთავარია დიალოგის გამართვა.
„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, მოჭიდავეებს შეგვიძლია დიალოგის გზით გადავწყვიტოთ პრობლემა. თითოეული თქვენგანი აქ ხართ იმისათვის, რომ დაინახოთ ის ერთობა, რაც ჩვენს ერს სჭირდება. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი”, – განაცხადა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი. სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს, რადგან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ,