ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიდაობის ფედერაციასთან დათუნაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო აქტივისტები  მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის.

პროტესტს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შეუერთდა. მისი თქმით, ის აქციაზე რიგითი მოქალაქის ამპლუაში იმყოფება, რომელიც ვერ ეგუება ფედერაციაში გაბატონებულ უსამართლობას.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

იტვირთბა....