აქ ერთი “გენიოსი” წერს,- პარტიის დამნაშავედ გამოცხადება სიგიჟის მწვერვალიაო. ვპასუხობ ამ “დიდ ანალიტიკოსს”: პარტიის დამნაშავედ გამოცხადებას და ნაცმოძრაობის ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესას აქტივისტის დასჯას არ ითვალისწინებდა ჩვენი რეზოლუცია. ის ითვალისწინებდა 2004- 2012 წლების მმართველობის სამართლებრივ- პოლიტიკურ შეფასებას და იმის დადასტურებას, რომ ეს იყო დამნაშავე რეჟიმი. ცხადია, რეჟიმს ქმნიან კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები. სწორედ მათი სახელები იყო წამოწეული წინა პლანზე. წაკითხული ტექსტიდან შინაარსი ვისაც ვერ გამოაქვს ან არ გამოაქვს, მგონი, ის თავადაა გონებაჩლუნგი.
ირმა ინაშვილი