ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნებიდან რიცხავენ ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც გუშინ ეკა ბესელიას და სხვა დეპუტატების კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერების შესახებ მხარი დაუჭირა.
როგორც სააგენტო “”ინტერპრესნიუსი” წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ წუთებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა ბექა ნაცვლიშვილმაც, რომელმაც საპარლამენტო უმრაველსობა დღეს თავად დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობა დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმაც. გედევან ფოფხაძე განცხადების გაკეთებას კი რამდენიმე დღეში გეგმავს.
არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე დეპუტატი უკვე გარიცხეს, მათ შორისაა ოთარ ჩრდილელი.