საპარლამენტო უმრავლესობას თუ ბექა ნაცვლიშვილიც გამოაკლდება „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 113 დეპუტატი დარჩება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ იქნება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს თავად პარტიის რღვევას არ გამოიწვევს.
დეპუტატები, რომლებიც გუნდში რჩებიან, აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება არ არის თვითმიზანი.
დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მისთვის საწყენია გუნდიდან იმ პოლიტიკოსების წასვლა, რომელთან ერთადაც პოლიტიკური მეგობრობა და ბევრი პოლიტიკური ბრძოლა აკავშირებს.
„ქართული ოცნების” რღვევას ნამდვილად არ ველოდები. შეიძლება, ეს ბევრის სურვილი იყოს, მაგრამ ეს არ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნება არ არის თვითმიზანი, მით უმეტეს ახლა როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებულია.
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული, მე გული მწყდება არა საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე, არამედ ჩემი პოლიტიკური მეგობრების გვერდზე გადგომაზე, მე მათთან ერთად ბევრი პოლიტიკური ბრძოლები მაქვს გავლილი. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ემოციებზე ვერ იცხოვრებს ქვეყანა.
“ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი სტაბილურობა, სწორედ ამის ნაწილია პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა ქვეყანაში. ამიტომ უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ემოციებისაგან და გადავიდეთ სამართლებრივ რეჟიმში” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.