თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად კუპრავა ავრცელებს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ინფორმაცია კუპრავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაპატიმრებას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” შტაბში ელის.