ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა – “ქართული მარში” LGBTQI პრაიდის გამართვას არ დაუშვებს”

“ქართული მარშის” განცხადებით, 18-23 ივნისს, თბილისში დაგეგმილს LGBTQI პრაიდს არ დაუშვებენ.

ამის შესახებ მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელ  Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“ქართული მარში” ფიზიკურად არ დაუშვებს გეიფესტივალის, გეიაღლუმის და გეიმარშის ჩატარებას. ჩვენ გამოვალთ და ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, თუ მოინდომებენ ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებას. მივმართავ შს მინისტრ გახარიას, თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს მამათმავლები და შეგვებრძოლოს, არ გვეშინია, ბოლომდე დაგიდგებით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე”, -განაცხადა ბრეგაძემ.

https://www.facebook.com/qartulimarshi/videos/579439349134387/

ამავე თემაზე: https://metronome.ge/story/189672

იტვირთბა....