ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ცენტრ პოინტსა“ და M2-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “ცენტრ პოინტსა“ და M2-ს შორის შეთანხმება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შედგა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

„საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გარკვეულ პირობებზე, რაც დაზარალებულების ინტერესებში შედიოდა, ვერ დაითანხმეს M2 და შეიძლება პირიქითაც იყო, გარკვეული პირობა, რაც წამოაყენა მან, იყო ჩვენთვის, ან დაზარალებულებისთვის მიუღებელი. მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება, ვიდრე, გარკვეული ასე ვთქვათ, ნორმალური, კარგი, საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილება, ამას გიდასტურებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. პირობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან რამდენიმე ნიუანსი იყო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა“, – განაცხადა ხმალაძემ.

იტვირთბა....