ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო წნეხის ქვეშ ვართ” – ხაზარაძის წერილი თანამშრომლებს

სოციალურ ქსელში, თიბისი ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარიაძის წერილი გავრცელდა, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნა.

ბანკში ოფიციალურად არ ადასტურებენ წერილის ავთენტურობას და აცხადებენ, რომ ეს შიდა კომუნიკაციების საქმეა, თუმცა “მეტრონომს” წერილის ნამდვილობა თიბისი ბანკის თანამშრომელმა დაუდასტურა.

“მეგობრებო, თიბისელებო.

ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს ხაზარაძე.

 

 

იტვირთბა....