საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.
პირისპირ შეხვედრა, ელისეის სასახლეში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, რის შემდეგაც ზურაბიშვილი და მაკრონი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას 17 თებერვალს ეწვია.