ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

 აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა – სერგეენკო დეკანოზ მამალაძეზე (ვიდეო)

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დასაზუსტებლადაც კვლევები ტარდება.

„ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, მისი ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება, დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა, ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი. რაც შეეხება პირად კონტროლზე აყვანას, სამსახურებრივი მოვალეობების გამო, უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც. ამ შემთხვევაშიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ კვლევის შედეგების დონეზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....