დეკანოზ გიორგი მამალაძეს, დიაგნოზის დასადგენად, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა.
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მთელი ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის პაციენტს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რომლის დეტალური შედეგიც სავარაუდოდ ხვალ იქნება. კონტრაქტორ კლინიკაში იყო გადაყვანილი. შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისტის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, შემდგომი კვლევები, რასაც ვუტარებთ და ჩავუტარებთ“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.