ქუთაისში “მწვანეყვავილას” უბანში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
“ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ “სოკარ ჯორჯიას” ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.