ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამტრედიის საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცი მიეწოდებოდა

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის  განცხადებით, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვების რაციონიდან ლაბორატორიული შემოწმებისთვის ნიმუშის აღების უფლება ნებისმიერ დაინტერსებულ პირს უნდა ჰქონდეს.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ სამტრედიის ბაგა-ბაღებში 2018 წერლს ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი. ჭალიძემ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა და აღნიშნა, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

დოკუმენტციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ შპს “ელენიკოს”ბაღებში 68 484 ლარის ღირებულების ქათმისა და საქონლის ხორცი 8 თვის განმავლობაში უნდა შეეტანა. ლაბორატორიულმა კვლევამ “ელენიკოს” მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ პროდუქციაში ცხენის დნმ 2018 წლის 26 ოქტომბერს აღმოაჩინა. 6 დეკემბერს ეს კომპანია შავ სიაში დაარეგისტრირეს და 20 545,2 ლარით დააჯარიმეს.

⚠️ ცხენის ხორცი 2018 წელს სამტრედიის 24 ბაღში ბავშვების კვებისთვის შედიოდა. კომპანია შპს,,ელენიკოს" ეს ქმედება სურსათის…

Gepostet von Teona Chalidze am Samstag, 16. Februar 2019

„ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი,  უსინდისო, უპასუხისმგებლო, უნამუსო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მანამდე ვერ აღმოჩინა ეს შემთხვევა. ახლა ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს ხელისუფლებისგან, გამოვიდნენ, სამტრედიელი კახი კალაძის ჩათვლით, და გვიპასუხონ, რა ხდება ბაგა-ბაღებში. ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს დოკუმენტი, სადაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული, რომ ხორცში აღმოჩნდა ცხენის დნმ,” – თეონა ჭალიძე

იტვირთბა....