ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა იყოს ღია და ხანგრძლივი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ​ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ახლო მომავალში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

ოხანაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს კანდიდატად დარეგისტრირების შესაძლებლობა.

,,პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და ხანგრძლივი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა. ახლო მომავალში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაფართოებული ფორმატით შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, დავაახლოვებთ პოზიციებს, შემდგომ კი, წარვდგებით საზოგადოების წინაშე და დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში” იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს

იტვირთბა....