ახალი ამბები კულტურა მთავარი

გლდანის ციხესთან ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

„ახლად გამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა ოთხი სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს. ​არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება“, – ვკითხილობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გლდანის ციხესთან ძველი სამარხი 15 თებერვალს, გამთენიისას იპოვეს, ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოქალაქემ მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები იპოვეს.

იტვირთბა....