აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს.
სავარაუდო დანაშაული 2019 წლის 2 თებერვალს მოხდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებას უცხო ქვეყნის მოქალაქეს ედავებიან, თუმცა ის ბრალდებულად ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის 141-ე მუხლითაა აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.