ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ ლევან კობიაშვილი აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ ლევან კობიაშვილი იქნება.

ის სასტუმრო ჰუალინგში ჩატარებულ არჩევნებზე დღეს, 15 თებერვალს  ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატმა აირჩია.

29-ე ყრილობაზე დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებები არ მომხდარა.

ლევან კობიაშვილი, რომელიც არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.

იტვირთბა....