ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა “ბრექსიტის” სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერის ტერეზა მეის მიერ წარდგენილ “ბრექსიტის” სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა.

ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, თემთა პალატის დეპუტატებმა ტერეზა მეისთვის ბრიუსელთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საჭირო მანდატის მინიჭებაზე უარი თქვეს. მანამდე, პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს დაჰპირდა, რომ, თუ ბრიუსელი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას მხარს დაუჭერდა.

პრემიერ-მინისტრი სხდომას არ დასწრებია. “ბრექსიტთან” დაკავშირებით კი, მორიგი კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში 27-დ თებერვალს გაიმართება

იტვირთბა....