მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ფილიალი” – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინანდელი დარღვევისათვის ტი-ბი-სი ბანკის მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, არის პოლიტიკური დევნა. მანამდე, ივანიშვილის დავალებით ეროვნული ბანკი აიძულებდა მათ ბანკში წილის დათმობას და პრობლემის ”მშვიდობიანად” მოგვარებას. 
ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. 
საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ფილიალი, ხოლო მისი პრეზიდენტი, შსს-ს ლაქია. 
მამუკა ხაზარაძე სანამ კულუარული თამაშების იმედად იქნება და არ იტყვის საჯაროდ სიმართლეს, წავა არა მარტო ბანკიდან, არამედ წავა ციხეში, რადგან ასე უნდა ოლიგარქს.
ეს პროცესი ამით არ დამთავრდება. შემდეგი სამიზნე არის ანაკლია.
რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ტი-ბი-სი ბანკის და მისი აქციონერების პრობლემა. ეს არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

რომან გოცირიძე

იტვირთბა....