ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონდოლიზა რაისი “თიბისი ჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვდა

გუშინ სტენფორდში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი კონდოლიზა რაისი „თიბისი ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტს ბადრი ჯაფარიძეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილეს თედო ჯაფარიძესა და SSA Marine-ს ვიცე-პრეზიდენტს ბობ ვოთერსს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ კონდოლიზა რაისის აპარატის თავმჯდომარე შენონ იორკი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მენეჯერი ნიკა ხაზარაძე.

შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე დიდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, როგორც ევრაზიის სატრანზიტო კარიბჭეზე და მის როლზე რეგიონის ტრანსფორმაციის საქმეში. ასევე, „თიბისი ბანკზე“, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და, ზოგადად, საქართველოს, როგორც რეგიონალური ფინანსური ცენტრის, განვითარებაში.

იტვირთბა....