ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საბჭომ თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაათავისუფლა

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საბჭომ აბსოლუტური უმრავლესობით თეოლოგ გოჩა ბარნოვის აკადემიიდან გათვისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

გოჩა ბარნოვის გაშვებას საბჭოს 30 წევრიდან 27-მა დაუჭირა მხარი, ხოლო სამი წინაღმდეგ წავიდა.

როგორც გოჩა ბარნოვმა “აიპრესს” განუცხადა, მისი აკადემიიდან გაშვება უკრაინის ავტოკეფალიის თემას უკავშირდება, რის მხარდაჭერასაც თეოლოგი საქართველოს საპატრიარქოსგან მოითხოვდა და ამის გამო საპატრიარქოს მწვავედ აკრიტიკებდა.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს აკადემიამ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დაუშვებლად მიაჩნია გოჩა ბარნოვის პედაგოგობა.

იტვირთბა....