დაიწყო ახალი სერია კომედიისა ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოში.
ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მიდის იმაზე საბჭოს ვინ გააკონტროლებს, ვინ ვის დაიბარებს და ვის ექნება დასწრების უფლება.
არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საბჭოს აპარატი – იქ უნდა ხდებოდეს საფრთხეების ანალიზი, იდეების გენერირება, ოპტიმალური სტრატეგიის ჩამოყალიბება და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია.
ვინ დაესწრება და ვინ არა საბჭოს სხდომებს სრულიად მეორეხარისხოვანია – პრემიერს წესით ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს საგარეო და ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა და ამას საბჭოს სხდომას დაარქმევენ თუ არა დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება იმას უნდა იყოს თუ არა საბჭოს წევრი პრეზიდენტი. წესით უნდა იყოს. მაგრამ მეორეს მხრივ ამ პრეზიდენტის თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, რა გითხრათ…
თორნიკე შარაშენიძე