ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო იპოთეკურ სესხს 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს.

აღნიშნული სიახლე ეხებათ იმ პირებს, ვისაც იპოთეკური სესხი 2019 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ აღებული. იპოთეკური სესხის დასაფარად გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეულ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს.

ამასთან, დევნილი ოჯახებისგან განაცხადების მიღება სამინისტრომ დღეიდან დაიწყო და 15 მარტამდე გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე ხორციელდება. ბოლო მონაცემებით, სამინისტრომ სესხი უკვე 375 დევნილ ოჯახს დაუფარა.

იტვირთბა....