ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულია ჟუნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები სრულდება.
მინისტრ გიორგი ქობულიას განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომპანიისგან საუკეთესო პირობები მიიღონ და მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ახალი ტარიფები. ქობულია ამბობს, რომ ხელშეკრულებას ხელი თებერვლის ბოლოს მოეწერება. მოლაპარაკებების სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ვიმედოვნებთ რომ ჩვენ უკეთეს პირობებს მივიღებთ “გაზპრომისგან” ჩვენ გვჭირდება ჩვენი გაზის ბაზრის დივერსიფიცირება, რომ უფრო მეტი კონკურენცია შეიქმნას და კარგ პირობებს მივაღწიოთ ჩვენი მოსახლეობისთვისაც და კომპანიებისთვისაც. ვიმედოვნებთ, რომ ამ თვის ბოლოს დავასრულებთ“- აცხახდებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.