ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსამართლეების თემაზე დაპირისპირებას 2020 წლის არჩევნებში შეიძლება “ოცნების” დამარცხება მოჰყვეს” – საყვარელიძე

ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ე საზოგადოების თვალში უმრავლესობის უმრავლესობა ხდება დისკრედიტებული

რამაზ საყვარელიძის თქმით, უმრავლესობის ნაწილი, რომელიც ამ კანონპროექტს აგრესიულად უპირისპირდება, აგრესიულია საზოგადოებრივი აზრის მიმართაც. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ დაპირისპირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება მოჰყვება.

„აი, ამ კამათის ფონზე საზოგადოების თვალში უმრავლესობის უმრავლესობა ხდება დისკრედიტირებული. კონსტრუქციული უმრავლესობის მქონე პარტია კონსტრუქციას რომ მოიტანს იმის მიზეზად, რომ არ შეჩერდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, როცა მთელი საზოგადოება ამბობს, რომ ჯერ მზად არ ვართ უვადო მოსამართლეების გენერირებისთვის, მაშინ ეს უმრავლესობა რატომ არის ასე ჯიქურ და აგრესიულად განწყობილი ამ პოზიციის მიმართ?! ეს ხომ საზოგადოებრივი აზრის მიმართაც აგრესიას ნიშნავს?!

გამოდის, რომ ეს ათი მიუღებელი მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილის თამადობით და უმრავლესობა არიან ერთ მხარეს, ხოლო მთელი დანარჩენი საზოგადოება არის მეორე მხარეს. ამას მოჰყვება ის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შეიძლება მივიღოთ უარესი სურათი, ვიდრე გვქონდა პრეზიდენტის არჩევნებზე პირველ ტურში. ოღონდ პირველი ტურისგან განსხვავებით, ივანიშვილის ფიცი და გამოსვლა შეიძლება აღარ გახდეს საკმარისი. აი, ამ საქმეს უშვრებიან ივანიშვილს უმრავლესობის წევრები, ამ საქმეს უშვრებიან მეთოფიშვილები ამ პარტიას, რომელიც მას მფარველობს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

იტვირთბა....