ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გაცნობებთ, რომ თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
“ისნის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ფარული დაზიანების საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოებს ახორციელებენ.
აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა, რის გამოც 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა:
თოდრიას, ბეჟანიშვილის, 9 ძმის, ივერთუბნის, იორის და მიმდებარე ქუჩებს; ვაზისუბნის I-III მ/რ-ებს.
წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის” – ნათქვამია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებაში.