ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, წითელას ვაქცინას თურქეთიდან შემოიტანენ.
მინისტრის განმარტებით, ვაქცინა ქვეყანამ კი არ შეიძინა, არამედ ითხოვა, და საქართველო მას მოგვიანებით დაუბრუნებს.
“თურქეთთან შეთანხმება უკვე მოხდა და ვაქცინები გზაშია. ეპიდემიის აფეთქებისთვის ჩვენ გვქონდა 150 ათასი დოზა, დღეის მდგომარეობით 65 ათასი მოქალაქე აიცრა. რადგან აცრებზე მომართვიანობა მაღალია, ამიტომ გადავწყვიტეთ თავი დაგვეზღვია და შემდეგი შესყიდული ვაქცინის ჩამოსვლამდე, რომელიც მარტში იქნება, 100 ათასი ვაქცინა ჩამოგვაქვს თურქეთიდან. ამასთან წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა შემთხვევების ზრდის სიჩქარე შენელებულია. ეს მიღწეულ იქნა იმიტომ, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო. 65 ათასი ვაქცინაცია ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ 20-40 წლის ასაკის ფარგლებში 200 ათასი ადამიანი აიცრას”, – განაცხადა სერგეენკო.