სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულება – სახალხო დამცველის როლის გაძლიერება, ბავშვთა საკითხებზე მუშაობის კუთხით, ნაწილობრივ შესრულდა.
“ნაწილობრივ შესრულებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ სახალხო დამცველის როლის გაძლიერება, საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა და მონიტორინგის გაგრძელება ისეთ დაწესებულებებში, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ.
“პრობლემად რჩება ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სისტემის განხორციელება პრაქტიკაში”.
“სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და პრევენციული პროგრამები, არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისათვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. არ ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლის შესახებ”, – ნათქვამია ანგარიშში.
2019 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წელი გადის. ამ წლების მანძილზე, ღია საზოგადოება საქართველო პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხელშეკრულებისა და დღის წესრიგის პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულებას აკვირდება და პერიოდულ ანგარიშებს აქვეყნებს.