ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.