ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უმრავლესობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებობდა კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც გაუქმდა. ახალი კონსტიტუცია კი მოითხოვს, რომ ის ახლიდან შეიქმნას და მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაერქმევა.

იტვირთბა....