ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვალების ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას “პრობლემურ მსესხებელთა ასოციაცია” ავრცელებს.
„ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ – რჩევა მათ, ვისაც კრედიტი ჩამოეწერათ.
„კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა (ქართუ ფონდმა) კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან გაპრობლემებული აქტივები შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა პორტფელის გაყიდვაზე უარი თქვა, პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა. თუმცა, ამომღებმა კომპანიებმა მსესხებლებისთვის ვალდებულებების მოთხოვნა და თანხების ამოღება თავიდან დაიწყეს. ამიტომაც, ყველამ ვისაც გაგინოლდათ სესხი, მიმართეთ კომპანიებს დოკუმენტის – განულების ცნობის ასაღებად, რომელიც დაამტკიცებს, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ გაქვთ. თუ ზეპირ-სიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთის მოცემაზე, მიმართეთ წერილობით და დაიცავით თქვენი უფლებები,“ – აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომლეიც წინასაარჩევნო აქცია იყო, ამ დროისთვის 615,164 მსესხებლის 1,387,296 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია ატვირთული. ჯამური დავალიანების თანხა კი 4,104,429,484 ლარია.