ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქი გაბრაზდა, როცა ჩემმა ძმამ მისი დის ბიზნესსზე დაიწყო საუბარი”

“ჩემი ძმა ისჯება იმისთვის, რაც მან იცის”, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, მისი ძმის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარია პატრიარქის დის ბიზნესზე.

“ამ წერილში, როგორც ვიცი, საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრზე – დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს, საეკლესიო ხატებისა და სანთლების. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონია საუბარი ამ თემაზე, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა. ჩემმა ძმამ დაიწყო ამ ბიზნესების გარკვევა და შეეხო პატრიარქის ოჯახს, თუმცა დეტალებს არ მოვყვები, რადგან ბოლომდე მეც არ ვარ გარკვეული, თუმცა ჩემი ძმა ისჯება იმისთვის, რაც მან იცის”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მატროსოვის ციხიდან წერილი გაუგზავნა 4 სასულიერო პირს: მეუფე პეტრეს, მეუფე ანდრიას, მეუფე დიმიტრისა და მეუფე დავით ალავერდელს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

2017 წლის 5 სექტემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

იტვირთბა....