მატროსოვის ციხეში მყოფმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საპატრიარქოში წერილი გაააგზავნა, რომლის ადრესატი მაღალი იერარქიის 4 სასულიერო პირია.
როგორც დეკანოზ მამალაძის ძმ,ა თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, წერილი ეხება პატრიარქის ოჯახს, კონკრეტულად კი მის დას. როგორს მამალაძემ განაცხადა პატრიარქის დას საეკლესიო ნივთების, ხატებისა და სანთლების ბიზნესი აქვს.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.
საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
2017 წლის 5 სექტემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.