ნიგერიის შტატ რივერსში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მოჰამედ ბუჰარის გამოსვლის შემდეგ, ხალხმრავლობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Vanguard-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის წინასაარჩევნო გამოსვლა სტადიონზე შედგა. ჭყლეტვა მაშინ დაიწყო, როცა ბუჰარი სიტყვით გამოვიდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში Vanguard-ს განუცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა. როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა აღნიშნა, თავდაპირველად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მოგვიანებით მსხვერპლთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზარდა. მისივე თქმით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ნიგერიაში საერთო არჩევნები შაბათს, 16 თებერვალს გაიმართება. ისინი ქვეყნის პრეზიდენტს, სენატის წევრებს და წარმომადგენელთა პალატის წევრებს აირჩევენ.
მოამზადა ipress.ge-მა