გუშინ, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.