ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალაქში გასვლამდე ყველა ავტობუსი ტექნიკურ შემოწმებას გადის” – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში გასვლამდე ყველა ავტობუსის ტექნიკური შემოწმება ხდება

კომპანიის წარმომადგენელი თამაზ რობაქიძე ადასტურებს, რომ ავტოპარკი მოძველებულია, თუმცა ტექნიკურ გაუმართაობას კატეგორიულად უარყოფს.

„ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და დადგინდება ზუსტი მიზეზები, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა. ზოგადად, ტრანსპორტი როცა ავტობაზიდან გამოდის, უსაფრთხოების სისტემებზე შემოწმებას გადის. ამ ავტობუსს 2918 წლის ნოემბერში გავლილი აქვს ტექდათვალიერება, შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ავტობუსები ყოველ დილას მოწმდება მუხრუჭსა და სხვა სისტემებზე“,- აცხადებს თამაზ რობაქიძე.

შეგახსენებთ, დღეს წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

იტვირთბა....