ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის იდეამ ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო

ქ.თბილისში მცხოვრები ორსულთა პატრონაჟის პროგრამაში ჩართული პირველ და მეორე ტრიმესტრში მყოფი ორსულების და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის და სხვა ‘მძიმე მეტალების განსაზღვრის მუნიციპალური პროგრამის დაწყების ინიცატივამ პორტალზე, “იდეა ქალაქის მერს”, ხმათა საჭირო რაოდენობა მოაგროვა.

დედაქალაქის მერიამ 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს იდეის განხილვას თუ უარს იტყვის.

როგორც იდეის ავტორმა,  დავით ჯორბენაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა,  სასურველია, მერიამ კვლევა რისკ-ჯგუფებში ჩაატაროს.

“ვფიქრობ, ვინაიდან ეს ინიციატივა თბილისის მერიას მიემართება მერიის სოციალური სამსახურების თუ თბილისის სკრინინგ-ცენტრების მეშვეობით, უნდა დადგინდეს რისკჯგუფები. მერიას აქვს იმის ინსტრუმენტი, რომ რეალურად განასხვაოს ეს მოწყვლადი ჯგუფი სხვა დანარჩენისგან. თუ საპილოტე პროგრამა დაიწყება თბილისში, შედეგებით მეტი შანსი გვაქვს, სწორად მივუდგეთ ამ პრობლემის მოგვარებას”, – განაცხადა ჯორბენაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იტვირთბა....