ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება” – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება

„კედელს ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებთ. ამბობენ, რომ კონგრესში პროგრესს მიაღწიეს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში. მათ ვუთხარი, მოიცადეთ, ჩემს ხალხთან მივდივარ ტეხასში და არ მსურს ამაზე საუბარი. ასე რომ, არ ვიცი რას გულისხმობენ ამ პროგრესში. ვინ იცის, იქნებ კარგი ამბავიცაა“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იყოს აცილებული მორიგი „შათდაუნი“.

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, კანონმდებლები ბიუჯეტში აღნიშნული მიზნებისათვის 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გაწერაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის ამ ვარიანტს, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ ხმათა 2/3 უნდა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების ასამოქმედებლად.

იტვირთბა....