ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ხელმომწერი პარლამენტარები სულს წარიწყმედენ – მღვდელო ფატი ზუმბაძე

„თითოეული პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, საშინელ სამსჯავროზე ძალიან მკაცრად განისჯება”, – ამის შესახებ მღვდელმა, ფოტი ზუმბაძემ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტში ჩაწერილი განსაზღვრები – გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესს და უამრავი მომაკვდინებელი, ვენერიული დაავადების წყაროა.

„თითოეული პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, საშინელ სამსჯავროზე ძალიან მკაცრად განისჯება და თუ არ შეინანებს, სულს წარიწყმედს. სულს წარიწყმედენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ქმედებას მხარს დაუჭერენ, და ნებისმიერი სახით ამ ცოდვას წაახალისებენ.  განსაზღვრებით – გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, დაკანონებულ იქნა ჩვენს ქვეყანაში, სოდომ-გომორის მომაკვდინებელი ცოდვა. ეს ცოდვა თავისი სიმძიმით განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც პირველ რიგში არის ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება, ჩადენილი ქმედების წახალისება, და იწვევს სულიერ კვდომას…  მეორე მხრივ,  არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან არის კონტრპროდუქციული ქმედება – შობადობის საშუალებას არ იძლევა. მათ არანაირი ნაყოფიერების წყარო არ აქვთ:გარდა ამისა, ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესს, წყარო არის უამრავი მომაკვდინებელი ვენერიული დაავადებისა. ასე რომ, ეს ქმედება არის როგორც სულიერი, ასევე ხორციელი თვალსაზრისით ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა მღვდელმა ფოტი ზუმბაძემ.

იტვირთბა....